"შესაძლებელი იყო, რომ კიდევ 2 სამინისტრო შეგვემცირებინა"

2017-11-14 16:08:38
117

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე სამთავრობო ცვლილებებს ეხმიანება.

„ჩვენნაირ ქვეყანას 18 სამინისტრო არ სჭირდებოდა, ალბათ, იქნებოდა შესაძლებელი, რომ კიდევ 2 სამინისტრო შეგვემცირებინა. არაერთხელ გაცხადებულა ჩვენი პრიორიტეტი, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი და მოქნილი გახდეს მთავრობა და ზოგადად, მმართველობა“, - აცხადებს ზოიძე. 

კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შესაძლებელი იქნებოდა ასევე სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების ან ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროების გაერთიანებაც.