ესპანეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრები: "კატალონიის რეფერენდუმში რუსეთის ჩარევაზე მტკიცებულებები გვაქვს"

2017-11-14 13:06:47
235

ესპანეთის რიგი მინისტრების განცხადებით, რუსეთში დაფუძნებულმა გარკვეულმა ჯგუფებმა სოციალური – ონლაინ მედიის საშუალებით ხელი შეუწყვეს კატალონიის რეფერენდუმს, რომელიც ესპანეთის დესტაბილიზაციის მცდელობისკენ იყო მიმართული.

როგორც  ესპანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, მათ გააჩნიათ მტკიცებულებები იმისა, რომ „რუსულმა სახელმწიფო  და კერძო ჯგუფებმა , ასევე ვენესუელაში არსებულმა გარკვეულმა ძალებმა გამოიყენეს „Twitter“, „Facebook“ და სხვა სოციალური საიტები სეპარატისტული განწყობების გასაღვივებლად, და იმ სურათის წარმოსაჩენად თითქოს ეს საზოგადოებრივი აზრი იყო“.

თუმცა კატალონიის ლიდერები კატეგორიულად უარყოფენ რუსეთის შესაძლო ჩართულობას რეგიონის რეფერენდუმში.