თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს

2017-11-14 12:58:28
63

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოში პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. 45 დეპუტატიდან მის კანდიდატურას 40-მა დაუჭირა მხარი. 

იყო საკრებულოს თავმჯდომარე, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, გვყავს ძალიან წარმატებული თბილისის მერი, რომელსაც ასევე, აქვს ამბიციური გეგმები. ვფიქრობ, ჩვენ ერთ გუნდად ძალიან ბევრი შრომა მოგვიწევს, რომ წარმატებულები ვიყოთ, რომ ყველა პროგრამით გათვალისწინებული თითოეული მიმართულება იყოს შესრულებული. თქვენ იცით, რომ შვიდი ძირითადი მიმართულება იყო დასახელებული წინასაარჩევნოდ, ვიმუშავებთ, რომ ყველა ეს მიმართულება შესრულდეს“ -განაცხადა ტყემალაძემ სხდომის დაწყებამდე.
 
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ახვლედიანის, მოადგილეებად კი მარიკა დარჩიასა და დავით უჯმაჯურიძის კანდიდატურები. 

დღესვე უწყდებათ უფლებამოსილება "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო პროპორციული სიის წევრს ნიკა მელიას, "ევროპული საქართველოს" საარჩევნო პროპორციული სიის წევრებს დავით ავალიანსა და დავით დარჩიაშვილს.

რაც შეეხება კომისიებს, მმართველი პოლიტიკური გუნდის ხედვით, ამ მიმართულებით, საკრებულოში დაგეგმილია რეორგანიზაცია, რასაც სტრუქტურული ცვლილებები მოჰყვება.
მეექვსე მოწვევის თბილისის საკრებულოში 50 წევრიდან 40 "ქართულ ოცნებას", 5 წევრი "ნაციონალებს", 3 "ევროპულ საქართველოს", 2 კი "პატრიოტთა ალიანსს" ეყოლება.