რა თქვა ოხანაშვილმა სასამართლოში ნანა კაკაბაძეზე, ეკა ბესელიაზე და ირმა ჭკადუაზე - კაკაბაძე გამოძიების დაწყებას ითხოვს

2017-10-12 20:30:14
412

სოსო ოხანაშვილმა საპატრიარქოს სახელით პატიმართა შეწყალების დეტალებზე ციანიდის საქმის დახურულ სასამართლო პროცესზე ისაუბრა და ნანა კაკაბაძე, ეკა ბესელია და ირმა ჭკადუა კორუფციაში დაადანაშაულა.

ნანა კაკაბაძე "პრაიმტაიმთან" საუბრისას ამ ფაქტს გამოეხმაურა და პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა. "კატეგორიულად მოვითხოვ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და თუ აღმოჩნდა რომ ეს არის ტყუილი ცრუ დასმენისთვის პასუხისგებაში მისცენ ამ სიბინძურის ავტორი. ასევე უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი ვისაც დახურული სხდომის დეტალები, მათ შორის ეს სიცრუე კანონის უხეში დარღვევით საჯაროდ გამოაქვს"- აცხადებს ნანა კაკაბაძე. პრაიმტაიმი ასევე ცდილობს ეკა ბესელიასთან და ირმა ჭკადუასთან დაკავშირებას.

წყარო: primetime