იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა

2017-10-12 20:09:21
154

რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. 

საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში ანა დოლიძემ წარადგინა. 

შენიშვნების პაკეტს ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზეც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი წარადგენს. რიგგარეშე სხდომა ქუთაისში 11:00 საათზეა ჩანიშნული.