ჩრდილოეთ კორეამ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიარა

2017-10-12 20:07:59
215

 ჩრდილოეთ კორეამ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიარა,  - ამ ინფორმაციას ფხენიანში რუსეთის საელჩო ავრცელებს.

„ჩრდილოეთ კორეა პატივს სცემს ყირიმში გამართულ რეფერნედუმის შედეგებს, მას ლეგიტიმურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ  რეფერნდუმი აბსოლუტურად პასუხობდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს", - ნათქვამია რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოფიციალურ ფხენიანს ანალოგიური პოზიცია აქვს კურილიის ნახევარკუნძულთან დაკავშირებითაც.