"მთხოვდნენ, მეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება, რომელშიც მეუფე დიმიტრი და იოსებ ოხანაშვილი მონაწილეობდნენ"

2017-10-12 18:14:04
204

მამა გიორგი მამალაძის განცხადებით, პროკურატურა მისგან პატრიარქის მკვლელობის ორგანიზების აღიარებას, თანამზრახველებად კი მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის დასახელებას ითხოვდა. ამის შესახებ დეკანოზი "რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში საუბრობს. 

დეკანოზის განმარტებით, შეთავაზება მან უშუალოდ გენპროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძისგან მიიღო: 

„დაკავების მომენტიდან, ანუ აეროპორტიდან რომ გამიტაცეს ისე რომ არც მითხრეს, რა ხდებოდა, საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობის მომენტში სისტემატურად, პირადად ჩემი ადვოკატების თანდასწრებით მთხოვდნენ, მეღიარებინა მკვლელობის მომზადება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მეუფე დიმიტრი და იოსებ ოხანაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება მქონდა ბრალად წაყენებული, მთხოვდნენ, პატრიარქის მკვლელობის მომზადება მეღიარებინა. ეს იყო გენპროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე და ის პროკურორ-გამომძიებლები, რომლებიც ჩემთან შემოდიოდნენ,“ - განაცხადა სატელეფონო ინტერვიუს დროს მსჯავრდებულმა მამა გიორგი მამალაძემ.

თავად ადვოკატების განცხადებით, მამალაძეს აღიარებითი ჩვენების მიცემისა და თანამონაწილეების დასახელების შემდეგ   აცხადებენ, რომ ადვოკატების თქმით, მამა გიორგი მამალაძეს სთხოვდნენ, რომ თუ აღიარებით ჩვენებას მისცემდა და თანამონაწიგანთავსიუფლებას ჰპირდებოდნენ. 

პროკურატურის პრესსამსახურში „რუსთავი 2"-ს განუმარტეს, რომ „ბრალდებული დეკანოზის უპასუხისმგებლო განცხადებაზე ისინი პასუხის გაცემას არ აპირებენ“.