ფინანსთა სამინისტრო: "პენსიების ზრდა არ არის გათვალისწინებული"

2017-10-12 17:15:17
112

"მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პენსიების ზრდა გათვალისწინებული არ არის", -  ამის შესახებ პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. სწორედ პენსიების ზრდა არის ერთ-ერთი სადავო საკითხი ოპოზიციისთვის.

"პენსიების ზრდა არ არის გათვალისწინებული. ჩვენ გვაქვს პარლამენტთან მუშაობის 2-თვიანი პერიოდი. ამ პერიოდში პარლამენტის ყველა შენიშვნას მოვისმენთ და გავაანალიზებთ. რაც იქნება უკეთესი და ეფექტური, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ და პარლამენტთან ერთად ჩამოვაყალიბებთ საბოლოო ბიუჯეტს",- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

დღეს დილიდან პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს.