მაკრონმა სამ თვეში კოსმეტიკურ საშუალებებზე 26 000 ევრო დახარჯა

2017-10-12 17:07:26
84

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაპრეზიდენტებიდან სამი თვის განმავლობაში კოსმეტიკურ საშუალებებში 26 ათასი ევრო დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა The Local-ი ავრცელებს.

მარკონის პირადი ხარჯების შესახებ ანგარიში Le Point-მა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ემანუელ მაკრონის ვიზაჟისტ ნატაშა მ.-ს ელისეს სასახლემ ორჯერ გამოუწერა ავანსი: ერთხელ 10 000 ევროს, ხოლო მეორედ 16 ათასი ევროს ოდენობით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეს "სასწრაფო და გადაუდებელი ხარჯები იყო", ამის შემდეგ კი კოსმეტიკაზე გაწეული დანახარჯები შემცირდება.

ამასთან, ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ ემანუელ მაკრონი წინა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, ვიზაჟისტებსა და კოსმეტიკურ საშუალებებზე ბევრად ნაკლებს ხარჯავს და თან ამ პროფილით თანამშრომელი დაქირავებული არ ჰყავს.