„სიკეთისთვის“ იძულება: ახალგორის რაიონში თავისი ინტერესი ყველამ დაიკმაყოფილა, დაზარალებულები მხოლოდ ბავშვები აღმოჩნდნენ

2017-10-12 14:13:18
220

პირველი სექტემბრიდან ახალგორის ოკუპირებული რაიონის ქართული სკოლები განათლების რუსულ სტანდარტებზე გადაიყვანეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სწავლება რუსულ ენაზე წარიმართება და დაწყებითი კლასების მოსაწავლეები სასწავლო პროგრამას რუსული სახელმძღვანელოებით გაივლიან. თუმცა ეს სახელმძღვანელოები ადგილობრივ სკოლებში ამ დრომდე არ შეუტანიათ. რაც შეეხება ქართულ ენას, იგი ცალკე საგნად რჩება.

როგორც ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო განათლების მინისტრი ნატალია გასიევა განმარტავს, გათვალისწინებულია არა მყისიერი, არამედ თანმიმდევრული გადაყვანა, კერძოდ, 1 სექტემბრიდან რუსულ სწავლებაზე გადაიყვანეს მოსწავლეები 1–დან მე–4 კლასისი ჩათვლით:

 „საშუალო კლასებში უცვლელად დარჩა სწავლება ქართულ ენაზე, ვინაიდან მოსწავლეები უკვე ფორმირებული პიროვნებები არიან და ახალ ენაზე გადასვლა გაუჭირდებოდათ. ყმაწვილები კი უფრო ადვილად ეუფლებიან ყველაფერ სიახლეს, „ღრუბელივით“ არიან და ყველაფერს სწრაფად ისრუტავენ. მათ ბრწყინვალედ უნდა იცოდნენ როგორც მშობლიური, ისე რუსული ენები. შესაბამისად, ეს არა მათი უფლებების შეზღუდვაა, არამედ კარგი შესაძლებლობა“.

სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ახალგორის სკოლებში არსებულ ვითარებას აკვირდება, გასიევას სიტყვებს იხსენებს იმის შესახებ, რომ  დე ფაქტო განათლების სამინისტრო ქართულ სკოლებში დაგეგმილი ცვლილებებისთვის 2015 წლიდან ემზადებოდა, ანუ, საკმარისი დრო ჰქონდა თავისივე გადაწყვეტილებების რეალიზებისთვის და თუ პირველი სექტემბრისთვის ვერ ასწრებდა, შეეძლო, „რეფორმა“ შემდეგი წლისთვის გადაედო.

„თუმცა არც ერთი გაკეთდა, არც მეორე: ერთის მხრივ მოუმზადებელი აღმოჩნდნენ რეფორმისთვის და არც მისი გადადება ისურვეს. განათლების სამინისტრო არ იყო მზად რეფორმისთვის, რადგან უკვე თვეზე მეტი გავიდა სასწავლო წლის დაწყებიდან, დაწყეითი კლასების მოსწავლეებს კი, რომელთაც უკვე რუსულ ენაზე ასწავლიან, დღემდე არ მიუღიათ სახელმძღვანელოები, რომლითაც უნდა ისწავლონ“, – განაცხადა მეარაყიშვილმა

განათლების დე ფაქტო მინისტრი რეფორმის აუცილებლობას იმითაც ხსნის, რომ ენობრივი ბარიერი ახალგორის რაიონის ქართული სკოლების მოსაწავლეებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გამოყენებისა და შემდგომ რუსეთის უმაღლეს სასწავლებებში ჩაბარების შესაძლებლობას არ აძლევს. მისივე აზრით, რუსულ სტანდარტებზე გადასვლის შემდეგ ვითარება შეიცვლება და ქართული სკოლების კურსდამთავრებულებისთვის ოსური და რუსული უმაღლესი განათლება გახდება ხელმისაწვდომი.

თუმცა მეარაყიშვილი „სიკეთისთვის“ მსგავსი იძულების წინააღმდეგია. მისი აზრით, ის, თუ რომელი სკოლა უნდა დაამთავროს ბავშვმა და რომელ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბაროს– რუსულში თუ ქართულში, თავად მოსწავლეებმა უნდა გადაწვიტონ მშობლებთან ერთად და არა ჩინოსნებმა, სახელმწიფომ კი ამ არჩევანის თავისუფლება უნდა უზრუნველყოს და ამისათვის თუნდაც ერთი ქართული სკოლის შენარჩუნება იყო საჭირო.

გარდა ამისა, არანაირი რეფორმა არ აუქმებს პედაგოგებისა და ჩინოსნების პასუხისმგებლობას საგანმანათლებლო პროცესის ხარისხზე და სანამ სკოლებს რუსულ სწავლებაზე გადაიყვანდნენ, ალბათ, საჭირო იყო მათი უზრუნველყოფა რუსულენოვანი პედაგოგებით: ან ახლები უნდა აეყვანათ სამსახურში, ან ძველებისთვის ესწავლებინათ:

„დაუშვებელია სკოლის შექმნა , რომელშიც სწავლების ენას არავინ ფლობს. ბავშვებმა რუსული არ იციან. პედაგოგები, რომლებიც ადრე ქართულ ენაზე ასწავლიდნენ, ახლა ამბობენ, რომ რუსულად შეასწავლიან, მაგრამ არ მესმის, როგორ შეასწავლიან ისინი ჩვენს შვილებს რუსული განათელების, გადამზადების , ენის ცოდნის გარეშე?! დაახლოებით სამი კვირის წინ ქართულ სკოლას მინისტრი გასიევა ეწვია და ყველა უმკაცრესად გააფრთხილა, პედაგოგები ბავშვებს, მხოლოდ რუსულ ენაზე ეკონტაქტონ.

–შესვენებების დროსაც კი?

–არა, რამდენადაც ვიცი, მხოლოდ გაკვეთილებზე. თუმცა მინისტრის ეს დავალება ვერ შესრულდება, რადგან რუსული არც პედაგოგებმა იციან, არც მოსწავლეებმა, ხოლო ისინი, ვინც სასწავლო პროცესს უნდა აკონტროლებდეს, ამაზე სავარაუდოდ, თვალს დახუჭავენ“.

ამ ისტორიაში ყველამ თავისი ინტერესი დაიკმაყოფილა: პედაგოგებმა სამსახური შეინარჩუნეს, პასუხისმგებელმა ჩინოსნებმა თავის უფოროსობასთან „ჩაითვალეს“. დაზარალებულები მხოლოდ ბავშვები არიან: როგორ გასიევამ თქვა – „ღრუბლები“’, მაგრამ ამ „ღრუბლებს“ მალე შეიძლება, შესასრუტი აღარაფერი დარჩეთ. თუ არსებული მიდგომა შენარჩუნდება, მოსწავლეები შეიძლება, როგორც რუსული, ისე ქართული საშუალო განათლების გარეშე დარჩნენ.  

სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული ისტორია კი არ იძლევა იმედს, რომ ჩინოსნებს რაიმეს სასიკეთოდ შეცვლა შეუძლიათ. ახალგორის რაიონის ქართულ სკოლებში 1-დან მე –4 კლასების ჩათვლით სულ 30 მოსწავლე ირიცხება, შესაბამისად, დე ფაქტო სამინისტროს ჩინოსნების არქირთული ამოცანა დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების 30 კომპლექტის შეძენაში მდგომარეობდა და ეს ამოცანა დღემდე შეუსრულებელია.

წყარო: https://www.ekhokavkaza.com/a/28785063.html