"საქართველოში ნარკოპოლიტიკა კიდევ უფრო ლიბერალური უნდა გახდეს "

2017-10-12 13:39:29
179

„არამც და არამც არ უნდა მოხდეს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ბერკეტი, ებრძოლოს როგორც გადამყიდველებს, ისე შემომტანებს და მომხმარებლებს.

„პირადად ვთვლი, რომ ნარკოპოლიტიკა საქართველოში უნდა გახდეს კიდევ უფრო ლიბერალური, მაგრამ არამც და არამც არ უნდა მოხდეს სრული დეკრიმინალიზაცია. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები. მაგრამ ვარ მომხრე ლიბერალიზაციის, რომ ერთი მხრივ, სახელმწიფოს ჰქონდეს ბერკეტი ებრძოლოს, მათ შორის სისხლის სამართლის წესით ნარკოტიკის არა მხოლოდ გადამყიდველს, ასევე შემომტანს... ამასთან, ადამიანის უფლებები უნდა იყოს უფრო მაღალი ხარისხით დაცული", - განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, რევოლუციური ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა, მაგალითად ის, რომ ზედოზირების შემთხვევებში ექიმს აღარ ეკისრება ვალდებულება, რომ ამის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინოს.

ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე უწყებათაშორისი კომოსიის სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება.