ბავშვთა ქართული ფოლკლორული ანსამბლი მოსკოვში კონცერტს გამართვს

2017-10-12 13:09:11
88

მომავალ კვირას სიმღერისა და ცეკვის ქართული საბავშვო ფოლკლორული ანსამბლი „JIJIlebi“ მოსკოვში კონცერტს გამართვს.

საკონცერტო გამოსვლა რუსეთის დედაქალაქის სასტუმრო „კოსმოსის“ საკონცერტო დარბაზშია დაგეგმილი.

„მოსკოველი მაყურებლის წინაშე წარმოდგენილი იქნება, სასიმღერო და საცეკვაო ნომრების არაჩვეულებრივი მუსიკალური, თეატრალიზებული კოქტეილი რუსი და ქართველი ხალხების კულტურული მემკვიდრეობიდან“, – განაცხადეს ორგანიზატორებმა.

სიმღერისა და ცეკვის ქართული საბავშვო ფოლკლორული ანსამბლი „JIJIlebi“ ზუგდიდის ალექსანდრე ღურწკაიას სახელობის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა გიმნაზიასთან ფუნქციონირებს. მისი რეპერტუარი ძირითადად საქართველოში მცხოვრები ხალხების ცეკვებისა და სიმღერებისაგან შედგება.