პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა

2017-10-12 12:40:43
204

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა, რომლის თანახმადაც 226 მსჯავრდებული იქნება შეწყალებული, მათგან  141 მსჯავრდებული დღეს დატოვებს საპატიმროს, მათ შორის, 13 ქალი, 2 არასრულწლოვანი და 1 უვადო პატიმარი, რომელიც მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.85 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდათ.
კომოსიამ სულ 1406 პირის საქმე განიხილა.