„ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაა, რისთვისაც ხელისუფლება უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ახორციელებს“

2017-10-12 11:03:39
125

„ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაა, რისთვისაც ხელისუფლება უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ახორციელებს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული და გაცხადებული თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, რაც აისახა საგანგებო საპარლამენტო რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთანავე მიიღო. 
ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, რისთვისაც ხელისუფლება უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ახორციელებს. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-სთან და მის წევრ სახელმწიფოებთან, რასაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.