აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა

2017-10-04 15:18:34
160

აზერბაიჯანის გუბის რეგიონში 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები მოსახლეობამ ადგილობრივი დროით 06:36 საათზე იგრძნო. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აზერბაიჯანი სეისმოაქტიურ ზონაში მდებარეობს. სექტემბერში ქვეყანაში რამდენიმე მიწისძვრა მოხდა. ბოლო მიწისძვრა აზერბაიჯანში 29 სექტემბერს დაფიქსირდა. მიწისძვრის მაგნიტუდა 3.3 იყო.