მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი "Walmart"-ის დამფუძნებლის შვილი გახდა

2017-09-22 12:37:47
236

„Walmart“-ის მაღაზიათა ქსელის დამფუძნებლის, სემ უოლტონის შვილი ელის უოლტონი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი გახდა. „Forbes“-ის მონაცემებით, იმპერიის მდიდარი მემკვიდრის ქონება 33,8 მილიარდ დოლარად ფასდება. ყველაზე მდიდართა საერთო რეიტინგში ის მე-17 ადგილს იკავებს.

გუშინ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი, „L'Oreal“-ის დამფუძნებლის შვილი და ამავდროულად, კომპანიის თანამფლობელი, 94 წლის ლილიან ბეტანკური გარდაიცვალა. ის $44,6 მილიარდიან ქონებას ფლობდა.

შესაბამისად, მისი გარდაცვალების შემდეგ, ყველაზე მდიდარი ქალის ტიტული 67 წლის ელის უოლტონს გადაეცა.