ახალციხეში ტანსაცმელების და ოქროს ნივთების მაღაზია გაძარცვეს

2017-09-14 15:41:02
96

ახალციხეში ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონეს, რომელიც ტანსაცმლით და ოქროს ნივთებით ვაჭრობდა, მაღაზია გატეხილი დახვდა. არსებული ინფორმაციით, წაღებულია სეიფი, სადაც ოქროს ნივთები იყო მოთავსებული.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ძარცვის მუხლით დაიწყო.