ელტონ ჯონი: "ძალიან ვწუხვარ საქართველოში კონცერტების გადადების გამო"

2017-09-14 15:20:20
90

საქართველოში დაგეგმილი კონცერტების გადადების შესახებ ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი "ფეისბუქის" გვერდზე განცხადებას ავრცელებს. 

"ძალიან ვწუხვარ საქართველოში დაგეგმილი კონცერტების გადადების გამო. დეივის არ შეუძლია სცენაზე გამოსვლა, მაგრამ ის მალე დაგვიბრუნდება. ჩვენ გადავდეთ კონცერტები შემდეგი წლისთვის და ძალიან ველოდები საქართველოში ჩასვლას. ასე რომ, შეგხვდებით ძალიან მალე!“ - წერს ელტონ ჯონი. 

როგორც კომენტარშია აღნიშნული, ელტონ ჯონის 16 და 17 სექტემბერს „ბლექ სი არენაზე“ ჩანიშნული კონცერტები 2018 წლის 30 ივნისისა და 1-ელი ივლისისთვის გადაიდო. 

კონცერტის გადადების მიზეზი გიტარისტისა და ტურის მუსიკალური დირექტორის, დეივი ჯონსთოუნის ოპერაცია გახდა.