"ისტორიამ გვაჩვენა და გვასწავლა, რომ რუსეთის ქმედებებისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ"

2017-09-14 15:16:41
101

"ისტორიამ გვაჩვენა და გვასწავლა, რომ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად რუსეთის ქმედებებისთვის", - ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ რუსეთის სამხედრო წვრთნების შეფასებისას "CNBC" -სთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, არაპროგნოზირებადობა რუსეთმა ყირიმის და საქართველოს ოკუპაციით დაამტკიცა. 

"ისტორიამ გვაჩვენა და გვასწავლა, რომ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად რუსეთის ქმედებებისთვის. ისე როგორც არასდროს, ჩვენ მზად ვართ დავაკვირდეთ საზღვართან მიმდინარე პროცესებს. რუსეთი ისევ არაპროგონოზირებადია. არაპროგნოზირებადობა რუსეთმა დაამტკიცა ყირიმის და საქართველოს ოკუპაციით", - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა. 

მისივე თქმით, ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ რუსეთმა სამხედრო წვრთნების შემდეგ სამხედრო ტექნიკის ნაწილი ბელორუსში დატოვოს.