სააგენტო „ინტერფაქსის“ რედაქტორი იური ნიკიფოროვი საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს

2017-09-14 15:14:22
161

სააგენტო „ინტერფაქსის“ რედაქტორი, 33 წლის იური ნიკიფოროვი მოსკოვის ოლქში, საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარი მისმა მეუღლემ აღმოაჩინა. 

ამჟამად შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

ჟურნალისტის გარდაცვალება დაადასტურა „ინტერფაქსის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ალექსეი გორშკოვმა. იური ნიკიფოროვი სააგენტო „ინტერფაქსის“ რედაქტორად 2014 წლიდან მუშაობდა.