პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთაში მონაწილე 69 პირს ადმინისტრაციული დარღვევის ოქმები შეუდგინეს

2017-09-14 14:09:27
101

საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთაში მონაწილე 69 პირს ადმინისტრაციული დარღვევის ოქმები შეუდგინეს. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანმა ოლეგ სლობოდიანმა განაცხადა. 

„დღეისთვის შედგენილია ოქმი 69 პირისთვის, რომლებიც არიან იდენტიფიცირებულები“, - განაცხადა უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

სლობოდიანის განმარტებით, საზღვრის გარღვევის მონაწილე 14 ადამიანი - ძირითადად, მედიის წარმომადგენლები, შეგინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დაბრუნდნენ და შესაბამის ოქმებს ხელი მოაწერეს. 

უკრაინელმა მესაზღვრეებმა 12 სექტემბერს ადმინისტრაციული დარღვევის შესახებ ოქმი მიხეილ სააკაშვილსაც ჩააბარეს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი მოაწერა.