ხულოში, შავნაბადას მთაზე ცეცხლის კერები განახლდა

2017-09-14 13:38:01
69

ხულოში, შავნაბადას მთაზე ცეცხლის კერები განახლდა. 

ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ამ დროისთვის სამი ხანძრის კერა გაღვივდა, თუმცა ხანძარი მასშტაბური არ არის. ადგილზე უკვე იმყოფებიან ხულოს სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და დამატებით ბათუმიდან კიდევ ორი ბრიგადა გაემგზავრა.