„კიევში 19 სექტემბერს, მთავარანგელოზ მიქაელის დღეს გავემგზავრები“

2017-09-14 12:30:09
83

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი 19 სექტემბერს კიევში ჩასვლას გეგმავს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ ჩერნოვციში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე კიდევ რამდენიმე ქალაქს მოვივლი, შემდეგ ჩვენ კიევში გავემგზავრებით. 19 სექტემბერი - ეს დღე, როგორც მსმენია,  მთავარანგელოზ მიქაელის დღეა, კიევის მფარველის. სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ კიევი!“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.