პოროშენკოს ბლოკის ლიდერი: "უკრაინაში მიმდინარე პროცესის სააკაშვილის ექსტრადიციით დასრულების შანსი მცირეა"

2017-09-14 11:26:04
409

"უკრაინაში მიმდინარე პროცესის საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციით დასრულების შანსი მცირეა", – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკის ლიდერმა სერგეი ლაშჩენკომ განაცხადა. 

მისი თქმით, ოფიციალური კიევის მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც კი, მისი შესრულება რთული იქნება, რადგან მიხეილ სააკაშვილი საზღვრის გადმოკვეთის მომენტიდან მომხრეებთან ერთად იმყოფება, რომელთა შორისაც უმაღლესი რადას დეპუტატებიც არიან.

სერგეი ლაშჩენკოს განმარტებით, უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით  არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო, პეტრო პოროშენკოს ბლოკის ლიდერის განცხადებით, პრეზიდენტისთვის საუკეთესო სტრატეგია სტატუსქვოს უცვლელად დატოვებაა.

„გასულ კვირას უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს პროკურატურისგან მიიღო მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ. უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, არსებულ ვითარებაში ეს შეუძლებელია, რადგან სააკაშვილი არ არის მსჯავრდებული რაიმე დანაშაულისთვის. ვფიქრობ, მიმდინარე პროცესის სააკაშვილის ექსტრადიციით დასრულების შანსი მცირეა, რადგან საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ის გარშემორტყმულია მომხრეებით, პარლამენტის წევრებით. მაშინაც კი თუკი უკრაინის ხელისუფლება მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, სააკაშვილის მომხრეების მას დაიცავენ, ზუსტად ისე როგორც ეს საზღვრის გადმოკვეთის დროს მოხდა. პოროშენკომ სულელური სიტუაცია შექმნა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით, მისი დაბრუნების დაბლოკვით და ახლა ამ გადაწყვეტილებების შედეგებს იღებს. მისთვის საუკეთესო სტრატეგია იქნება დატოვოს ვითარება ისეთი, როგორიც ახლა არის,”-განაცხადა სერგეი ლაშჩენკომ.