მოქალაქეობის მიმზიდველობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო 104-ე ადგილზეა

2017-09-14 11:07:10
182

მოქალაქეობის მიმზიდველობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო 104-ე ადგილზეა. 

ამის შესახებ კომპანია Henley & Partners-ის მიერ ჩატარებულ ყოველწლიურ კვლევაშია ნათქვამი. 

კვლევის თანახმად, 2016 წელს მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი გერმანიის მოქალაქეობა იყო. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რეიტინგში აზერბაიჯანმა-107-ე, სომხეთმა - 94–ე, ხოლო რუსეთმა - 63-ე ადგილი დაიკავეს. 

რეიტინგი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით დგება, მათ შორის არის უვიზოდ მიმოსვლის შესახებ შეთანხმებები, ასევე მოქალაქეების პოტენციალის ზრდის საშუალებები და ეკონომიკის მასშტაბები. ყველაზე არაპოპულარული ავღანეთის მოქალაქეობა აღმოჩნდა.