"ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე ყველა ადამიანი პრემიას მიიღებს"

2017-09-13 17:31:51
185

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ყველა ადამიანი, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა, პრემიას მიიღებს. 

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში, პრემიას მიიღებს. ყველა უწყებამ მოახდინა აღრიცხვა იმ ადამიანების, ვინც იქ იყო, შესაბამისად, გაიცემა პრემიები და ეს ადამიანურად აუცილებლად დაუფასდებათ. თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ადამიანურად იმის აღიარება, რაც ყველამ ერთად ვაღიარეთ, რომ მეხანძრე-მაშველი არის გმირი“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა

ფინანსთა მინისტრის თქმით, პრემიების გამოწერა კონკრეტულ უწყებებზეა დამოკიდებული და შესაძლოა პრემიებისთვის განკუთვნილმა თანხამ 3 მილიონი ან უფრო მეტი შეადგინოს.