სინგაპურს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს

2017-09-13 17:06:56
192

სინგაპურის პრეზიდენტი პარლამენტის ყოფილი სპიკერი ჰალიმა იაკობი გახდა. Reuters-ის ცნობით, 63 წლის იაკობი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი და ბოლო 47 წლის განმავლობაში მალაიების ეთნიკური ჯგუფის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ეს პოსტი დაიკავა. 

გასული წლის ნოემბერში მიღებული დადგენილების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ მალაიების წარმომადგენლებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. ამიტომაც კანდიდატების რიცხვი ორამდე შემცირდა. 

საბოლოოდ, საპრეზიდენტო არჩევნებში ჰალიმა იაკობმა გაიმარჯვა.