"ევროკავშირი უფრო ძლიერი იქნება, როცა 27-ზე მეტ სახელმწიფოს გააერთიანებს"

2017-09-13 13:24:09
95

„ევროკავშირი უფრო ძლიერი იქნება, როცა 27-ზე მეტ სახელმწიფოს გააერთიანებს“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ორგანიზაციის გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრა.

„ჩვენ  დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს გაფართოების პერსპექტივა უნდა მივცეთ. ნათელია, რომ ამ მანდატის დროს ორგანიზაციის გაფართოება არ მოხდება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი უფრო ძლიერი იქნება, როცა 27 -ზე მეტ სახელმწიფოს გააერთიანებს“, – განაცხადა იუნკერმა.