"ჟურნალისტების ადგილი ნიუსრუმებშია და არა ციხეებში"

2017-09-13 13:19:06
152

თურქეთი გიგანტური ნაბიჯებით შორდება ევროკავშირს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ჟან-კლოდ იუნკერმა ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადა და თურქეთის ხელისუფლებას მედიის წარმომადგენლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. "ჟურნალისტების ადგილი ნიუსრუმებშია და არა ციხეებში", – განაცხადა იუნკერმა.