სომხეთსა და ირანს შორის გამარტივებული საბაჟო დერეფანი ამოქმედდება

2017-09-12 13:42:06
105

სომხეთსა და ირანს შორის გამარტივებული საბაჟო დერეფანი ამოქმედდება. შესაბამისი შეთანხმების რატიფიცირება სომხურმა პარლამენტმა დღეს 92 ხმით ამოახდინა.

დოკუმენტის თანახმად, თუ ტვირთს საზღვრის ერთ მხარეს შეამოწმებენ, საზღვრის მეორე მხარეს იგი შემოწმებას აღარ გაივლის. ანუ, ორი ქვეყნის საბაჟო სამსახურები ერთმანეთის მიერ დამოწმებულ დეკლარაციებს სრულ ნდობას უცხადებენ.

სომხეთის მავრობამ შეთანხმებას მხარი 13 ივლისს დაუჭირა, ხოლო ირანის პარლამენტმა – 19 ივლისს.