"ბიბლუსში" იყიდება საქართველოს რუკა-სუვენირი აფხაზეთის გარეშე"

2017-09-11 22:56:02
209

მოქალაქე ნინო მჭედლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მან წუგნების მაღაზია "ბიბლუსში" სხვადასხვა სათამაშოებთან და სუვენირებთან ერთად ნახა საქართველოს რუკის ფორმის სუვენირი - აფხაზეთის გარეშე.

"დღეს ვნახე ბობლუსში... თავიდან მეც გატეხილი მეგონა.... არა აფხაზეთი მოჭრილი აქვს, სუვენირია და საქართველოში იყიდება"– წერს ნინო მჭედლიძე. 

რამდენიმე წუთის წინ მაღაზიათა ქსელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, 

“რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში იყიდება სუვენირი – საქართველოს რუკა, რომელზეც აფხაზეთი არ არის დატანილი.

გვინდა იცოდეთ, რომ ბიბლუსს მსგავსი სუვენირი არ შეუძენია, ჩვენ ქსელში შემოვიტანეთ რა თქმა უნდა ისეთი, რომელზეც ჩვენი სამშობლო სრულად არის დატანილი. თუმცა როგორც გაირკვა მომწოდებელმა, რომელმაც აღნიშნული პროდუქცია მოგვაწოდა, შემოგვაპარა რამდენიმე ცალი ხარვეზიანი. აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმეთ სრულად ქსელში და წუნდებული სუვენირი რამდენიმეცალი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფილიალში დაფიქსირდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი იურისტები ხვალვე მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა გამოიძიონ ეს ფაქტი.

საქართველო ჩვენთვის იყო, არის და იქნება ყოველთვის აფხაზეთით და რა თქმა უნდა, არასოდეს შევეგუებით ჩვენს სამშობლოს ამ უნიკალური ტერიტორიის გარეშე”-ნათქვამია განცხადებაში.