iPhone 8 მფლობელს სახის სკანირებით ამოიცნობს

2017-09-10 17:23:27
228

ახალი iPhone X-ი, რომლის პრეზენტაციაც 12 სექტემბერს არის დაგეგმილი, მფლობელის ამოცნობის ფუნქციით იქნება აღჭურვილი. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, iPhone 8 ან iPhone 8 Plus-ი ახალი სახელწოდებით - iPhone X წარდგება ბაზარზე. ამასთან, iPhone X-ის პრეზენტაცია პირველი აიფონის გამოშვების თარიღს ემთხვევა.

სმარტფონის განსაკუთრებულობა ახალ დიზაინსა და გაუმჯობესებულ კამერაში მდგომარეობს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სიახლე იქნება მომხმარებლებისთვის ისიც, რომ სმარტფონი საკუთარ მფლობელს სახის სკანირების მეთოდით ამოიცნობს - მობილურის განბლოკვას მხოლოდ მისი მფლობელი შეძლებს.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ iPhone 8-ს ღილაკი Home აღარ ექნება.

iPhone 8-ის გარდა პრესკონფერენციაზე კიდევ 2 სმარტფონს წარადგენენ. ესენია: iPhone 7s და 7s Plus. გარდა ამისა, იგეგმება ახალი საათების პრეზენტაცია. პრეზენტაცია კომპანიის ახალ კამპუსში, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში გაიმართება.

კომპანია Apple-მა პირველი iPhone-ის გამოშვებიდან დღემდე, სმარტფონების გაყიდვით 760 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო.