სააკაშვილი "იმედისა" და საზოგადოებრივის ჟურნალისტებს:"თქვენ ჟურნალისტები არ ხართ... მომიკითხეთ ივანიშვილი, კარგად მეყოლეთ" - (video)

10 September, 2017   2 თვის 1 კვირის წინ
332

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პოლონეთში იმყოფება და უკრაინის საზღვრის გადაკვეთას ცდილობს, ტელეკომპანია "იმედისა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. მთელი დღის განმავლობაში სააკაშვილი ქართულენოვანი მედიებიდან მხოლოდ რუსთავი 2-ს ესაუბრებოდა.

მიხეილ სააშვილმა იმედს ბიძინა ივანიშვილის კარის ტელევიზია უწოდა, იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს კი ივანიშვილის აგენტები:

"მომიკითხეთ ივანიშვილი, კარგად მეყოლეთ" –განაცხადა სააკაშვილმა.