საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით 87:76 დაამარცხა

2017-08-11 20:17:51
117

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისის მერიის თასისთვის გამართულ შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრები 87-76 დაამარცხა. 

ილიას ზუროსის გუნდმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები საკუთარ მოედანზე 11- ქულიანი სხვაობით დაამარცხა. 

შემდეგი თამაში 13 აგვისტოს თბილისს სპორტის სასახლეში 18:00 საათზე გაიმართება.