რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

2017-08-11 19:49:40
395

 

რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა .

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქ ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.