მეუფე ანტონს ფინანსურ მაქინაციებსა და 48 ათასი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებენ

2017-08-11 18:14:17
308

 

ბაღდათისა და ვანის ეპარქიის მიტროპოლიტს კომპანია ბივაინის მფლობელები ფინანსურ მაქინაციებსა და 48 ათასი ლარის მითვისებაში ადანაშაულებენ. მეუფე ანტონს ბიზნესპარტნიორები უპირისპირდებიან. 

„კომპანიას ხელმძღვანელობს მეუფე ანტონის მეგობარი მამუკა დარჯანია, ახლობელი. ეს ყოფილი სასულიერო პირი იყო. სექტემბერ-ოქტომბერში კომპანიის სალაროდან  თანხები ეტაპობრივად გავიდა  და მოთხოვნა იყო, რომ მეუფეს სჭირდებოდა ეს თანხები. ჯამში შეადგინა 38 ათასი ლარი. ამას დაემატა, მეუფის მოთხოვნით 10 000 ლარი, რომელიც გავაკეთეთ "კონსტანტა" ბანკში სესხის სახით. საერთო ჯამში 48 ათასი ლარი შეადგინა. დამარწმუნა იმაში, რომ 15 ათას ლარს დააბრუნებს უკან, ოღონდ, სამაგიეროდ გარანტიას ითხოვდა ჩემი კუთვნილი პროცენტიდან 10%-ს,“ - აცხადებს კომპანია "ბივაინის" ერთ-ერთი მფლობელი, დაზარალებული ნანა ქერელაშვილი.

კომპანიის ადვოკატის ზვიად თოდუას განცხადებით, პროკურატურამ ნანა ქერელაშვილსა და მის მეუღლის საჩივარი საფუძველზე საქმე სათანადოდ იმიტომ არ გამოიძია, რომ მეორე მხარე მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იდგა.

„ვერ გამოიძიეს იმ არგუმენტით, რომ, თურმე, მეორე მხარე მაღალი იერარქიის სასულიერო პირია და გამოძიება თურმე ვერ ბედავს მათ დაკითხვას,“ - განაცხადა ზვიად თოდუამ. 

მეუფე ანტონის ხსენებულ საკითხზე დღეს კომენტარი არ გაუკეთებია.