„ეს დღე მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს პატარა და დიდი ბრძოლები“

2017-08-11 17:08:35
195

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შინდისის ბრძოლის მეცხრე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 "შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია.11 აგვისტოს სოფელ შინდისთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ქართველმა მებრძოლებმა წინააღმდეგობა ბოლომდე გასწიეს. 17 მათგანი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

ეს დღე მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს პატარა და დიდი ბრძოლები, რადგან ნებისმიერი მასშტაბის ბრძოლა შესაძლებელია გმირობისა და თავდადების სიმბოლოდ, სამშობლოსადმი მსახურების გაკვეთილად გადაიქცეს მომავალი თაობებისთვის.

მთელ ქართულ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირთა ნათელ ხსოვნას",- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.