საქართველოშე შემოშვებაზე უარი ყველაზე მეტჯერ ინდოეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის მოქალაქეებმა მიიღეს

2017-08-11 13:26:05
354

2017 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში შემოსვლაზე უარი 2922 უცხოელს უთხრეს, მათ შორის ლიდერობენ ინდოეთის მოქალაქეები.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იანვრიდან-ივნისის ჩათვლით სამშობლოში 571 ინდოელი გააბრუნეს. ჩამონათვალში მეორე ადგილზე არიან თურქეთის მოქალაქეები. 2017 წლის დასაყისიდან საქართველოში შემოსვლაზე უარი თურქეთის 492 მოქალაქეს უთხრეს.

პირველ ათეულში ასევე არიან აზერბაიჯანის, რუსეთის, სირიის, უზბეკეთის, თურქმენეთის, სომხეთის, პაკისტანის და ეგვიპტის მოქალაქეები. ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ჩასული ვიზიტორებიდან ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი მაკედონიის მოქალაქეებმა მიიღეს. ექვს თვეში 8 ასეთი ფაქტი გამოვლინდა. მეორე ადგილზეა საფრანგეთი. საზღვრის კვეთის უფლება საფრანგეთის 4 მოქალაქეს არ მისცეს.