საქართველო-რუსეთის საზღვარზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა

2017-08-10 18:12:39
263

 

საქართველო-რუსეთის საზღვარზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მოქალაქე, რომელიც საქართველოში გადმოდიოდა, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გრძელ რიგში შეუძლოდ გახდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბოლო ორი დღეა, საქართველო რუსეთის საზღვრის ლარისის გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების გადაადგილება გართულებულია. პრობლემები გამშვები პუნქტის რუსულ ნაწილში შეიქმნა, რის გამოც კილომეტრიანი რიგები წარმოიქმნა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს მინისტრებს ხსენებული პრობლემის მოგვარება დაავალა.