ვაშლიჯვარში სატვირთო მანქანა 7 მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა - არიან დაშავებულები

2017-08-10 17:49:28
392

თბილისში, ვაშლიჯვარში ავარიის შედეგად 8 მანქანა დაზიანდა. თვითმხილველების ინფორმაციით, გზაზე მიმავალი სატვირთო ავტომობილი 7 მსუბუქ მანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, მოქალაქეებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

პირველადი ინფორმაციით, ავარია სატვირთო მანქანის მუხრუჭის გაუმართაობის პრობლემამ გამოიწვია.

შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.