სოფელ ტყაიადან ოკუპანტებმა კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს

2017-08-10 16:10:44
248

სამეგრელოში სოფელ ტყაიაში რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.

თენგიზ მიქავას ახლობლებმა მისი გატაცების შესახებ ნახევარი საათის წინ შეიტყვეს. ისინი აცხადებენ, რომ თენგიზ მიქავა სათევზაოდ იყო წასული.

ოჯახის წევრებს ოფიციალურად ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, თენგიზ მიქავა გალის იზოლატორში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა გუშინ ოფიციალური თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან– ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყედან, საქართველოს მოქალაქე 31 წლის უტა სამუშია გაიტაცეს. მისი დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ის მდინარე ენგურში თევზაობდა.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცს შეირაღებული რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ და იძულების წესით დააკავეს. გავრცელებული ცნობით, ის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

უტა სამუშია წალენჯიხის რაიონის სოფელ პალურის მცხოვრებია.