სააკაშვილმა და მედვედევმა Facebook-ში „იომეს“

2017-08-10 12:20:56
618

2008 წლის აგვისტოს ომიდან 9 წლის შემდეგ რუსეთისა და საქართველოს ყოფილ მთავარსარდლებს შორის ბატალიებმა ინტერნეტში გადაინაცვლა. დიმიტრი მედვედევმა და მიხეილ სააკაშვილმა ბრძოლის ველად Facebook აირჩიეს.

„რუსეთი ყოველთვის მზადაა დაიცვას საკუთარი მოქალაქეები“,– ასეთი გაცხადება გამოაქვეყნა Facebook–ში თავის გვერდზე რუსეთის ფედერაციის პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა, რომელსაც აგვისტოს ომის დროს პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა:

„მშვიდობიანად მძინარე ცხინვალზე, რუსი სამშვიდობოების საგუშაგოებზე შეტევა საქართველოს იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მიერ სრულიად ცინიკურად და, არ მოვერიდები ამ სიტყვას, მუხთლურად იქნა ორგანიზებული და განხორციელებული და რუსეთმა მშვიდობისთვის იძულების ოპერაცია ჩაატარა. სხვაგვარად მოქცევა შეუძლებელი იყო. მე ვსაუბრობ სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებზეც, რომელთაც რუსული პასპორტები გააჩნდათ, და ჩვენს სამშვიდობოებზეც, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრბის გადაწყვეტილებას აღასრულებდნენ რეგიონში სტაბილურობის მხარდასაჭერად. ჩვენ ისინი დავიცავით“.

გარდა ამისა, რუსეთის პრემიერ–მინისტრმა „გულახდილად აღიარა“, რომ 2008 წლის 8 აგვისტომდე  „წარმოუდგენლად“ ეჩვენებოდა, „21–ე საუკუნეში ვინმეს „გრადებიდან“ დაეცხრილა საკუთარ სახლებში მძინარე მოხუცები, ქალები და ბავშვები“. და დაამატა: „სამწუხაროდ, სადღეისოდ ბევრად უფრო ცივსისხლიანი მაგალითები გვაქვს“ – როგორც ჩანს, მან უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე მიანიშნა. ამასთან, სავარაუდოდ, მეტი აუდიტორიის მისაზიდად, მედვედევმა ეს განცხადება ინგლისურ ენაზეც განათავსა.

9 წლის წინანდელ მოწინააღმდეგესთან დაუსწრებელ პოლემიკაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო. მის Facebook–განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ოპერაციის მთავარ მიზანს არამც და არამც არა  სამშვიდობოებისა და მოქალაქეების დაცვა, არამედ „თბილისის დაკავება, მთავრობის ჩამოგდება, წარმატებული რეფორმების შეჩერება და საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება“ წარმოადგენდა.

„2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრა დაიწყო. მთლიანობაში ოპერაციებში 80 000–იანი რეგურალური არმია მონაწილეობდა და უკვე 8 აგვისტოს ჩვენი დაბომბვა 200–მა ერთეულმა საჰაერო ტექნიკამ დაიწყო. თავდასხმა მოულოდნელად განხორციელდა, ჩვენი ოფიცრების უმრავლესობა შვებულებაში იყო, არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილი – ერაყში, ხოლო პარლამენტისა და მთავრობის თითქმის მთელი შემადგენლობა ქვეყანაში არ იმყოფებოდა. ძალები ძალზე არათანასწორი იყო, თუმცა ქართული არმიის გმირული წინააღმდეგბის წყალობით ჩვენ შევძელით მტრის შეკავება, მან რამდენიმე ფასეული დღე დაკარგა, სანამ საერთაშორისო საზოგადოებამ ბოლოს და ბოლოს გამოიღვიძა და აშშ–მა სამხედრო–ჰუმანიტარული ოპერაცია დაიწყო, შეაჩერა რა პუტინის ძალები თბილისის მისადგომებთან“ – დაწერა სააკაშვილმა.