საოკუპაციო ხაზთან გამართული აქცია BBC-ის ობიექტივში მოხვდა

2017-08-09 14:22:05
226

2008 წლის აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავს ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოეხმაურა http://www.bbc.com/news/world-europe-40861734. BBC-ის ჟურნალისტმა სტატია და ვიდეო მასალა მოამზადა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან გამართულ საპროტესტო აქციას ასახავდა. ავტორის თქმით, ასობით ქართველმა რუსეთის მიერ კონტროლირებად სამხრეთ ოსეთთან ახლოს, მთავარ გზაზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრა და ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია გააპროტესტა.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ 5 დღიანი საბრძოლო მოქმედებების დროს, რუსეთმა სამხედრო ობიექტების გარდა, დაბომბა ქალაქები, ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული ქართული სოფლები კი მთლიანად მიწასთან გაასწორა.

BBC-ის ჟურნალისტი წერს, რომ ოკუპაციის მიუხედავად, სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოს ტერიტორიებადაა აღიარებული.