კომპანია "შირაქი" კავკასიაში პირველ პრეცედენტს ქმნის

06 August, 2017   11 თვის 1 კვირის წინ
7314

ეკოლოგიურად და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი - გამოწვევა საქართველოში რომელსაც შირაქის ფერმა ზედმიწევნით პასუხობს. ეს არის რეგიონში ერთადერთი ფერმა, რომელიც ბიომიმართულებით მუშაობს.

დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოში მდებარე შირაქის ფერმა საქართველოში, მალე ბიომიმართულებით პირველ პრეცედენტს შექმნის. წლის ბოლოსთვის, პირველი ბიოფერმა დაიწყებს ფუნქციონირებას, რაც სიახლე იქნება არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიაში. შირაქის ფერმა უკვე 4 წელია, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტის წარმოების მიმართულებით მუშაობს.

რეალიზაცია შირაქის ბრენდის სახელით თბილისში, სხვადასხვა მარკეტებსა და ჰიპერმაკეტებში ხდება.

ადგილზე მომუშავე პერსონალი პერიოდულად გადის გადამზადებას უცხოეთში. მიღებულ გამოცდილებას კი ადგილზე მომუშავე სტაჟიორებს უზიარებენ.

როგორც ფერმის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მიზანია, საქართველოში აწარმოონ ნედლი რძის ის რაოდენობა, რომელიც ჩაანაცვლებს ბაზარზე გავრცელებულ ფხვნილის რძეს.