სომხეთში იეზიდების სამგლოვიარო ცერემონიის მონაწილეები დაცხრილეს

2017-08-01 14:04:21
1500

სომხეთის არაგაწოტის რაიონში მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა. როგორც "Новости Армении" იუწყება, ინციდენტი სოფელ შამირამში მოხდა, რომლიც უთავრესად იეზიდებით არის დასახლებული.

უცნობი პირი სამგლოვიარო ცერემონიებისთვის განკუთვნილ დარბაზში შეიჭრა და ცერემონიის მონაწილეებს გაუხსნა ცეცხლი.

ამ დროისთვის შემთხვვის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მიმდინარეობს თავდამსხმელის ძებნა.