მსოფლიოში პირველი 3–მამაკაციანი ოჯახი დარეგისტრირდა

2017-07-17 20:17:33
6035

 

მსოფლიოში პირველი 3–მამაკაციანი ოჯახი შეიქმნა. პირველი 3–მამაკაციანი ე.წ. პოლიამორული ოჯახი ოფიციალურად კოლუმბიაში დაარეგისტრირეს.

ირკვევა, რომ ქვეყანაში რეალურად არაერთი ასეთი ოჯახია, მაგრამ ეს პოლიამორული ოჯახის ოფიციალურად დარეგისტრირების პირველი შემთხვევაა.

„გვსურდა, მიგვენიჭებინა ჩვენი თანაცხოვრებისა და უფლებებისთვის იურიდიული ძალა. ყველა შესაბამისი დოკუმენტი ქალაქ მედელინის საადვოკატო ბიუროში გავაფორმეთ. ამიერიდან ვისარგებლებთ ყველა იმ უფლებითა და ვალდებულებით, რომელიც ოჯახზე, როგორც სოციალურ ინსტიტუტზე ვრცელდება“, – განაცხადა 3–მამაკაციანი ოჯახის ერთერთმა ბედნიერმა წევრმა– პროფესით მსახიობმა ვიქტორ უგო პრადამ.

მისი მეუღლეები ჟურნალისტი მანუელ ხოსე ბერმუდესი და სპორტული მწვრთნელი ჯონ ალეხანდრო როდრიგესი არიან.

კოლუმბია არგენტინის, ბრაზილიის და ურუგვაის შემდეგ რეგიონში რიგით მეოთხე ქვეყანა გახდა, სადაც 2016 წლის აპრილში ერთსქესიანთა ქორწინებები დააკანონეს.