რუსეთის ტრანპოსრტის სამინისტრომ „ჯორჯიან ეარვეისს“ შეზღუდვები მოუხსნა

2017-07-17 20:04:33
268

 

რუსეთის ტრანპოსრტის სამინისტრომ „ჯორჯიან ეარვეისს“ შეზღუდვები მოუხსნა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

„შეზღუდვები მოხსნილია. „ურალის ავიახაზებთან“ საქართველომ ჟუკოვსკის  აეროპორტიდან თბილისში ფრენები შეათანხმა“, - განუცხადეს გამოცემას უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ ფრენებზე შეზღუდვები დაუწესა, რადგან თბილისმა რუსულ ავიაკომპანია „ურალის ავიახაზებს“ მოსკოვთან მდებარე ჟუკოვსკის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება არ მისცა. ცნობისთვის: ქართული მხარე ჟუკოვსკის აეროპორტიდან რეისების მიღებაზე უარს მაისიდან აცხადებდა, მიზეზად აეროპორტების გადატვირთვას ასახელებდა.