„უნდა მივეხმაროთ საქართველოს, შეაკავოს ტერიტორიული მთლიანობის მომდევნო დარღვევის ფაქტი“

2017-07-17 19:15:19
427

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას საგანგაშოდ აფასებს და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

 

"მე მქონდა საშუალება მენახა საზღვრის გადმოწევის პროცესი. შოკირებული დავრჩი იმით თუ რა ახლოს არის საზღვარი გავლებული ავტომაგისტრალთან. ის რაც ხდება, შემაძრწუნებელია. ადამიანურ დონეზე ნეგატიური ზეგავლენა ძალიან მაღალია, თუნდაც ის, რომ ფერმერებს არ აქვთ საშუალება, შევიდნენ თავიანთ ნაკვეთებში. ხალხს არ შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს და ნახონ ერთამანეთი. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოებისგან მხარდაჭერა მოითხოვება, რაც იმას გულისხმობს, რომ დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს სრულიად მტკიცე და დემოკრატიული ქვეყანა. ასევე უნდა მოხდეს ხელის შეწყობა ჟენევის მოლაპარაკებებისას, რომ მოხდეს პროგრესის მიღწევა. ასევე უნდა მივეხმაროთ საქართველოს, შეაკავოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მომდევნო დარღვევის ფაქტი. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს თვადაცვისუნარიანობის განმტკიცებაში,“ - განაცხადა იან კელიმ.