„ეს არის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაული და მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება“

2017-07-17 14:49:17
275

ეს არის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაული და მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება, - ამის შესახებ გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი თათია დოლიძე სოციალურ ქსელში მის მიმართ მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით წერს.

 

საქმე ეხება „ქართული მარშის“ წევრების მიერ თათია დოლიძის ერთ-ერთ სტატუსზე დაწერილ მუქარებსა და შეურაცხმყოფელ კომენტარებს, რომლებიც, მოგვიანებით, წაიშალა.

„მინდა, გთხოვოთ, რომ შეწყდეს ჩემთან გაუთავებელი ზარები ჟურნალისტების მხრიდან, რადგან ეს მხდის უმოქმედოს. მობილურითაც ვერ ვსარგებლობ, რამდენადაც 1 წამითაც არ ჩერდება.

თუ ეს საკითხი მართლა გაწუხებთ, გთხოვთ, მომეცით საშუალება სამართლებრივად დალაგდეს ყველაფერი. პოლიტიკური ელფერის მიცემა არ არის საჭირო. სხვადასხვა პარტიებსაც ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის.

ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. მადლობა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის“, - წერს თათია დოლიძე „ფეისბუქზე“.

„ქართველთა მარშის“ წევრების მუქარა თათია დოლიძის მიერ სოციალურ ქსელში განცხადების გავრცელებას მოჰყვა:http://accent.com.ge/ge/news/details/36735