"ქართველთა მარშის" ორგანიზატორები გაეროში საქართველოს ყოფილ ელჩს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებიან

2017-07-17 11:36:32
473

„ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები გაეროში საქართველოს ყოფილ ელჩ თათია დოლიძეს სოციალურ ქსელში მის მიერ დაწერილი სტატუსისა და გამოთქმული აზრის გამო ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებიან.


 

მოგვიანებით მუქარი ადრესატმა სოციალურ ქსელში მიმართ გამოთქმულ მუქარასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

 ცნობისთვის: თათია დოლიძე რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში წერდა:

„1.ამ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების წყალობით გვყავს საქართველოში განათლებული ახალგაზრდები, რომელთაც საზღვარგარეთ სწავლა დაუფინანსდათ. ამის ერთ-ერთი მაგალითი მე თავად ვარ (სოროსის ფონდი).

ამ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების წყალობით ჩემს სფეროში არიან დასაქმებულები ახალაგზრდები.

ამ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციის წყალობით ხორციელდება ბევრი პროექტი საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის.

2. ქართველთა მესამედი არალეგალად ცხოვრობს საზღვარგარეთ და ჩვენ აქ ვაწყობთ არალეგალების საწინააღმდეგო აქციას. (ან ვინ შეუმოწმა მათ დოკუმენტები არიან თუ არა არალეგალები და საიდან მოდის ეს ინფორმაცია მათ მრავალრიცხოვნებასთან დაკავშირებით)

3. კრიმინალს არ აქვს ეროვნება! კრიმინალს ჩადის ნებისმიერი ეროვნების ადამიანი ყველგან, მათ შორის ძალიან ბევრი ქართველი საზღვარგარეთ. ამასთან, სხვა არაკანონიერი ქმედებების წინააღმეგ, რა თქმა უნდა, უნდა ამოვიღოთ ხმა და სამართლებრივი გზით მოვთხოვოთ სახელმწიფოს მათი გადაჭრა, მაგრამ არაფერ კავშირში არ არის ქვეყნიდან ხალხის გაძევება ამ ყველაფერთან!

4. ჩვენ ეს ულტრა-მემარჯვენე, ქსენოფობიური გამოსვლები ნამდვილად არ წაგვადგება ევროინტეგრაციის გზაზე

5. მსგავსი რუსული პროპაგანდა კარგად არის დაცდილი ევროპულ ქვეყნებში. გაიხსენეს ლიზას საქმე გერმანიაში.

ეს მარში წყალს ასხამს რუსეთის წისქვილზე!

6. დაუშვებელია უცხოელების სხვადასხვა რასად თუ კლასებად დაყოფა. ფირმა უცხოელების და დაბალი დონის უცხოელების ერთმანეთისგან გამოყოფა არის ნაციზმი/ფაშიზმი!

7. ჩვენ გვაქს პრეტენზია ტოლერანტულობაზე და გვსურს ოსი და აფხაზი ხალხის შემორიგება. რის დემონსტირებას ახდენს ამ დროს ეს აქცია?

8. ნამდვილი მტერი ამ დროს 700 მეტრით კიდევ წევს საზღვარს. პატრიოტი ახალგაზრდები მივდივართ სოფელ ბერშუეთში შეცდომაში შეყვანილი ქართველების მარშის პარალელურად.

9. დავით აღმაშენებელმა, რომლის გამზირზეც დგებით, სხვათაშორის ყივჩაღები ჩამოასახლა საქართველოში მაშინდელი საქართველოს სამხედრო ინტერესებიდან გამომდინარე. ახლანდელი საქართველოს ინტერესი კი არის ეკონომიკური განვითარება (ინვესტიციები), ევროინტეგრაცია (ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, ინკლუზიურობა), ოსი და აფხაზი ხალხის შემორიგება (მათთვის შემწყნარებლობის მაგალითის ჩვენებით ადა არა ფაშისტური განცხადებებით), ერთმორწმუნე რუსეთის მიერ მცოცავი ოკუპაციის შეჩერება (როგორც მინიმუმ რუსულ პროპაგანდაზე არ-წამოგების გზით; სამოქალაქო აქტივობით ნამდვილი პრობლემების წინააღმდეგ და არა წისქვილებთან ბრძოლა)“.